დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა 26.09.2020 12:20

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, 19 კრიტიკულად მძიმე პაციენტიდან 17 მართვით სუნთქვაზეა.

 

როგორც მარინა ენდელაძე აცხადებს, პაციენტების უმეტესობა სტაციონარშია მოთავსებული.

 

„გამოჯანმრთელებული გვყავს 60 პაციენტი და 1819 გახდა. პაციენტების უმეტესობა სტაციონარშია, ასევე იმყოფებიან სასტუმროებში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, ძალიან მცირე რაოდენობით არიან ბინაში თვითიზოლაციაში, რომლებიც იმყოფებიან პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ.

 

კრიტიკულად მძიმე 19 პაციენტიდან, 17 არის მართვით სუნთქვაზე“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ენდელაის თქმით, საავადმყოფოში 31 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 2 მძიმე პაციენტია.

 

მარინა ენდელაძის განმარტებით, ქვეყანაში ტესტირების რაოდენობა გაზრდილია.

 

„რამდენადაც იმატებს დადასტურებული შემთხვევები, მეტია დადასტურებული კონტაქტებიც. ამიტომ გაორმაგებული, შეიძლება წინაპერიოდთან შედარებით ტესტირება გასამმაგებულიც არის. ძალიან დიდი რაოდენობით ტესტირება მიმდინარეობს“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ