დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 26 სექტემბერი უკრაინამ გლოვის დღედ გამოაცხადა 26.09.2020 16:16

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხარკოვში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„2020 წლის 25 სექტემბერს საწვრთნელი ფრენების დროს An-26 სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად ვიღებ გადაწყვეტილებას: 2020 წლის 26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოვაცხადო", - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში. დოკუმენტის თანახმად, გლოვის დღეს სახელმწიფო დროშები სამთავრობო შენობებზე, ადგილობრივი მთავრობების, სახელმწიფო დაწესებულებების, ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების შენობებზე მთელი უკრაინის მასშტაბით დაშვებული უნდა იყოს. უნდა გადაიდოს ყველა გასართობი და საკონცერტო ღონისძიება, ტელე და რადიო პროგრამებში კი შესაბამისი ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ