დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„ევროპელი დიპლომატების მთავარი გზავნილები: "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს!“ 26.09.2020 17:20

გია აბაშიძის პოსტი:
გუშინ და დღეს შეხვედრები მქონდა აქ მომუშავე ევროპელ დიპლომატებთან (Chatham House rules - ვინაობასა და საუბრის ღრმა შინაარსს ვერ გავასაჯაროებ). მთავარი გზავნილები:
- "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს. და ამას იზიარებენ სხვა ევროპელი კოლეგებიც. იმედია არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება, რადგან მომავალი თვეები ეკონომიკურად მძიმე იქნება და ჩვენ გვჭირდება უცხოელი პარტნიორების ფინანსურ-მატერიალური მხარდაჭერა.
- წინასაარჩევნო პროცესი მშვიდია. თუმცა, სოცქსელებში დაპირისპირება მწვავეა. რეგიონებში ოპოზიციონერ აქტივისტებზე ცალკეულ თავდასხმის ფაქტებს არ განიხილავენ როგორც სისტემურს და მმართველი პარტიიდან გამოსულ დავალებას. "ალბათ, რომელიმე სოფელში თუ ქალაქში განსხვავებული პოლიტგემოვნების მეზობლები დიდი ხანია ერთმანეთს მტრობენ და წინასაარჩევნოდ, ფიზიკური ანგარიშსწორების დრო დაუდგათ" - სარკასტულად თქვა ერთმა ელჩმა.
- გასაოცარია "ნაციონალების" ერთმანეთში უმწვავესი დაპირისპირება.
- ბევრი პარტიის, მათ შორის "ლელოს" დაპირებები აცდენილია რეალობას.
- პრემიერ გახარიას გაეროსადმი მიმართვა ინგლისურად უნდა დაეგზავნოს კრიტიკოს, მაღალი ალბათობით ლობისტებით შეცდომაში შეყვანილ უცხოელ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს შეკითხვით - ეს "რუსეთუმე" მთავრობის მეთაურის გამოსვლაა? და საერთოდ, ბატონი გახარიას ეს სიტყვა ფართო განხილვის თემად უნდა იქცეს.
ძველი და ამჟამინდელი კავშირებით გავაგრძელებ მსგავს შეხვედრებს ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან.
ჩლუნგ ოპონენტთა საყურადღებოდ - ამას არც საპარლამენტო სიისთვის ვაკეთებ, არც რამე თანამდებობისთვის და არც რამე ანგარებისთვის. ანგარება მოიკითხეთ თქვენკენ, გოიმო ნაცებო! ევროპაში ნებისმიერი აქტივისტი ეხმარება საკუთარ რჩეულ პარტიას ისე, როგორც ეს შეუძლია. არც მეთაკილება და არც ვმალავ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ