დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

„ამ ნერვიულობამ შეიწირა მამაჩემის სიცოცხლე - ეს აქამდე არ მითქვამს“ 26.09.2020 17:48

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოების მტკივნეულ პრობლემას ეხება. პრობლემას, რომელმააც მისი ოჯახი ძალიან დააზარალა:
ცილისწამება, ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაცია, დისკრედიტაცია. ეს დღევანდელი მსოფლიოს ბოროტი ძალების ერთერთი მძლავრი იარაღია. სამწუხაროდ ასეა საქართველოშიც. მე პირადად, ჩემი ოჯახი, ნათესავები და მეგობრები, ბოლო წლების განმავლობაში ხშირად ვიყავით ამ ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლნი. არ მოქმედებდა? ვერ მოგატყუებთ,რომ არა, სამწუხაროდ მოქმედებდა ჩვენზე. ამ ყველაფერმა ძალიან დააზიანა ჩვენი ჯანმრთელობა და ყველაზე ცუდი, ამ ნერვიულობამ შეიწირა მამაჩემის სიცოცხლე( ეს აქამდე არ მითქვამს) ვუძლებთ და მაგრად ვდგავართ უფლის შეწევნით. მიუხედავად, იმისა, რომ ძალიან ძლიერი, ნებისყოფა და ნერვები მაქვს, მაინც რთულია არ განიცადო, როცა გებულობ, რომ ამას “შენიანი “ კვებავს გუნდის შიგნიდან. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ამ სიბინძურეს არანაირი კანონი არ ზღუდავს. ვერანაირად ვერ იცავს ცილისწამებისგან უდანაშულო ადამიანს სახელმწიფო . ამ ყველაფერს, რომ გაუმკლავდე საჭიროა ძლიერი ანტიკამპანია და დიდი მხარდაჭერა. სამწუხაროდ ჩვენ მოკლებული ვიყავით ამ ფუფუნებას და თითქმის მარტო გვიწევდა ბრძოლა ამ სიბინძურესთან, ჩემი მწირი შესაძლებლობებით და ერთგული გულშემატკივარი მეგობრების გვერდში დგომით. ჯერ მე არ გამიცია ამომწურავი პასუხი ყველა ბინძურ ცილისწამებაზე. პირობას ვდებ ჩემი ოჯახის, გარდაცვილი მამის და ჩემი ახლობლების წინაშე, რომ ყველას საკადრის პასუხს გავცემ, ამ ტალახის სროლისთვის!!! ეს მდგომარეობა აუცილებლად შესაცვლელია და სახელმწიფომ ამ მხრივ უფრო მეტად უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეები. მითუმეტეს, რომ ბევრი “ფეიკმეიკერი” უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან იმართებიან

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ