დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევების პროცენტული მაჩვენებლი ოდნავ შემცირებულია“ 26.09.2020 18:36

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევების პროცენტული მაჩვენებლი ოდნავ შემცირებულია. ამირან გამყრელიძე იმედს გამოთქვამს, რომ აჭარაში დაწესებული შეზღუდვები ეპიდვითარების სტაბილიზაციაზე იმოქმედებს.

 

 

„აჭარაში სერიოზული ზრდა 9-10 სექტემბერს იყო, როდესაც 150-160 პროცენტი ყოველდღიური ზრდა გვქონდა. დღეს ეს ტენდენცია ოდნავ შემცირებულია, დაახლოებით 110-111% ყოველდღიური ზრდა არის. სრულად ვერ დაგამშვიდებთ, მაგრამ ეს მხოლოდ მიანიშნებს, რომ ზრდის ტემპი ოდნავ შემცირებულია, ამის ტენდენცია გამოჩნდა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ დაწესებულმა შეზღუდვითმა ღონისძიებებმა უნდა იმოქმედოს, თანდათან აჭარაში ეპიდვითარების სტაბილიზაცია უნდა გაკეთდეს“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

შეგახსენებთ, ეპიდემიოლოიგიური ვითარების გამო, აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი უკვე მთლიანად შეჩერებულია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ