დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილ მამაკაცს მეტადონის პროგრამაში მონაწილეობის საჭიროებაზე წინასწარი განაცხადი არ გაუკეთებია“ 26.09.2020 20:08

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილ მამაკაცს მეტადონის პროგრამაში მონაწილეობის საჭიროებაზე საკარანტინო სივრცეში მოთავსებამდე, წინასწარი განაცხადი არ გაუკეთებია.

 

„მე არ მინდა, დაუზუსტებელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. მიმდინარეობს მოკვლევა. წინასწარი ინფორმაციით, მას ასეთი განაცხადი არ ჰქონია გაკეთებული, მაგრამ ჯერჯერობით მიმდინარეობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და საბოლოო ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. რადგან საკითხი ეხება სულ უკანასკნელ საათებში მომხდარ ფაქტს, ახლა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

თელავის საკარანტინო სივრცეში 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც საქართველოში საფრანგეთიდან 24 სექტემბერს დაბრუნდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ