დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს 26.09.2020 23:43

27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. 
ჯვართამაღლება არის უდიდესი დღესასწაული. ამ დღეს კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, დედოფალი ელენეს ბრძანებით, გოლგოთაზე მოიძიეს ჯვარი უფლისა. შეგროვდა დიდძალი მორწმუნე ერი, ყველას სურდა, თაყვანი ეცა ჯვრისათვის. იერუსალიმის პატრიარქმა ოთხივე მხარეს აღამაღლა ჯვარი, რომ ყველას ეხილა და თაყვანი ეცა ამ უდიდესი სიწმინდისათვის! და აი, ეს დღესასწაულია დღეს და ჩვენ თაყვანსა ვსცემთ ჯვარსა პატიოსანსა უფლისასა. ჯვარი უდიდესი საიდუმლოებითაა მოცული. ქრისტეს მოსვლამდე ჯვარი იყო სიკვდილით დასჯის სამარცხვინო იარაღი. როდესაც უნდოდათ ადამიანის დამცირება, მისი შეურაცხყოფა, თუკი სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ, - მას ჯვარზე აკრავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სურდათ სამაგალითოდ დაესაჯათ პავლე მოციქული, იგი ჯვარს არ აცვეს, რადგან რომის მოქალაქის მაღალი წოდება ჰქონდა და მას თავი მოჰკვეთეს. უფალი ჩვენი იესო ქრისტე არ იყო რომის მოქალაქე და ამიტონ იგი ჯვარს აცვეს, მაგრამ ამით შეიძინა ჯვარმა უდიდესი ძალა ძლევისა! რა მნიშვნელობა აქვს ჯვარს ჩვენს ცხოვრებაში? უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას ჯვარი. ამ სულიერი ჯვრის ვერტიკალური ძელი არის სწრაფვა ღვთისაკენ, ხოლო ჰორიზონტალური - სიყვარული ადამიანებისა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც შექმნის ჯვარს თავისი ცხოვრებით. ჩვენი ცხოვრება იწყება და მთავრდება ჯვრის გამოსახვით. დღეს, მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ, ჯვარი უდიდესი სიწმინდე და უდიდესი ძალაა ეშმაკის წინააღმდეგ.
„ძლიერებაო პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისაო, დაგვიცევ და დაგვიფარე ჩვენ“, დაიცევ და დაიფარე და გაამთლიანე სრულიად საქართველო!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ