დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

23 წლის ქართველი პროგრამისტი, რომელიც Tesla-ს ბერლინის ოფისში იმუშავებს 26.09.2020 23:22

შოთა ჟვანია ქართველი პროგრამისტია, რომელიც Tesla-ს ბერლინის ოფისში იმუშავებს. ამ პოზიციაზე 7-ეტაპიანი გამოცდისა და 3-თვიანი სტაჟირების შემდეგ მოხვდა. 

 

„ყველაფერი თებერვალში დაიწყო, როდესაც Tesla-მ LinkdIn-ზე გამოაცხადა სტაჟირება. მაშინვე გავაგზავნე ჩემი CV. შემდეგ 7 ეტაპი გავიარე: გასაუბრება, გამოცდა ინგლისურ ენაში, ალგორითმი და სქრინინგ პროცესი, პროექტი (React.js და Vue.js პროექტი იყო, პატარა აპლიკაცია), პროექტის ანალიზი, რეაქტის შესახებ თეორიული კითხვები, რეაქტის პროექტი“. ასე აიყვანეს 3-თვიან სტაჟირებაზე, რომლის ბოლოსაც გამოცდა ჩააბარა – რა ისწავლა და როგორ განვითარდა ამ პერიოდში. „გამოცდაში 2 000 ადამიანი მონაწილეობდა. მთავარი პირობა იყო, რომ 1-ლ ადგილზე გასული Tesla-ს ბერლინის ოფისში პროგრამისტად დაიწყებდა მუშაობას. მე მეორე ადგილზე გავედი, თუმცა მაინც შემომთავაზეს დისტანციურად მუშაობა. ახლა 3-თვიანი გამოსაცდელი ვადა მაქვს, რომ შემდეგ უკვე ფიზიკურად გადავიდე Tesla-ს ბერლინის ოფისში, მუდმივ შტატში. თუმცა, აქ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული“.

 

შოთა ჟვანია ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ასეთი წარმატება მეტ მოტივაციას აძლევს. „ჩემთვის ეს უბრალოდ დიდი გამოწვევაა, რომელიც მეტ მოტივაციას, შემართებას მაძლევს. ეს რაღაც სხვა სამყაროა, რომელშიც შეღწევა წლებია მინდა და ძალიან რთულია.  ეს წარმატებები დიდ მოტივაციას მაძლევს. დარწმუნებული ვარ, ჩემი შრომა აუცილებლად დაფასდება, უბრალოდ დროის ამბავია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ Tesla-ს მუდმივ შტატში მოვხვდე, შემდეგ კი უფრო დიდ მასშტაბებზეც ვიფიქრო“. შოთა ჟვანია 23 წლისაა და საქართველოში, სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის 6-წლიანი გამოცდილება აქვს.

 

 

 

 

წყარო: 

marketer.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ