დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა, 66% აჭარას უკავშირდება 27.09.2020 11:37

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა, 66% აჭარას უკავშირდება და 15% თბილისს.

როგორც მან ჟურნალისტებს განცხადა, საქართველო ვირუსით ინფიცირების თვალსაზრისით ჯერმწვანე ზონაშია“.

განაწილების მხრივ 66% აჭარაშია, 193 ახალი პაციენტია აჭარაში გამოვლენილი, შემდგომ მოდის თბილისი -15%, 43 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება, გურიაში გახლავთ 16 ახალი პაციენტი, იმერეთში -14, სამეგრელო ზემო - სვანეთში 11 ახალი პაციენტი, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5 დადასტურებული შემთხვევა, შიდა ქართლში 4 ახალი პაციენტი, კახეთში - 2, მცხეთა მთიანეთში -1“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა წყაროები ცნობილია.

თბილისში 15%-ია მხოლოდ. ჯერჯერობითმწვანე ზონაშივართ. ვფიქრობ, რომ არ იქნება მატება. დღევანდელი დღე გარკვეულწილად საიმედოა იმიტომ, რომ ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობა არ არის მიუხედავად იმისა, რომ ტესტების რაოდენობამ მოიმატა, ამდენად ვფიქრობთ, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და პროცესი შეჩერდება. ინფიცირების წყაროები ცნობილია“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ