დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ ორგანიზებით, ჟურნალისტებისთვის მედია ტური გაიმართა, რომლის მიზანსაც, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტისა და მისი დეტალების ადგილზე გაცნობა წარმოადგენდა. 

 

მედია ტურს საქართველოს საავტომობილო გზების თავმჯდომარის მოადგილეები, - ლევან კუპატაშვილი და ალექსანდრე თევდორაძე, ასევე, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი -ალექსანდრე ონოფრიშვილი ესწრებოდნენ.

 

 

როგორც საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და პროექტის სპიკერმა, - იმედა დვალიძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადეს, ამჟამად არსებული გზა, დიდ სიფრთხეებს შეიცავს. ზამთარში ის ჩაკეტილი და გარესამყაროსგან  მოწყვეტილია. ამას ემტატება ისიც, რომ ტურისტებისთვის არამიმზიდველია.

 

სწორედ ეს გახდა წინაპირობა იმისა, რომ გზის 45 ალტერნატიული  გეგმიდან, ყურადღება ერთ-ერთ საუკეთესოზე  შეჩერდა. საბოლოო გადაწყეტილებით,  რამდენიმე დღეში, ახალი, თანამედროვე, 23 კმ-ის სიგრძის გზის მშენებლობა დაიწყება, რომელიც მოიცავს 2 ზოლიან ასფალტ-ბეტონისგზას, 5 ხიდსა და 5 გვირაბს. ასევე, ერთ 1 ხიდის რეაბილიტაციას,  საცალფეხო გადასასვლელების, საფეხმავლო ბილიკების, ქვეითთა/პირუტყვთა გადასასვლელებსა და სხვა.

 

მათივე ცნობით, პროექტის საერთო ღირებულება 1.240 მილიარდი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს. სამშენებლო პროცესის მონიტორინგს კი, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია UBM INTERNATIONAL UNITED CONSULTANTS INC ახორციელებს.

 

 

„მაქსიმალურად ვიზრუნეთ იმაზე, რომ ახალი გზის მშენებლობისას, შენარჩუნებულიყო და არ დარღვეულიყო არსებული ბუნებრივი რელიეფი, გეოლოგიური პირობები და ისტორიული ძეგლები. ძალიან დიდი სიფრთხილით მოვეკიდეთ ამ მხრივ ყველა დეტალს. 

 

ოქტომბრის თვეში ველით სპეციალურ მოწყობილობებს უცხოეთიდან, რომლებიც, ექსკლუზიურად ამ პროექტისთვის მზადდება,“ - განუცხადა „ჯორჯიან თაიმსს“ ლევან კუპატაშვილმა. 

 

ამჟამად მოქმედი გზის სიგრძე 35 კმ-ია. ამ გზის სიგრძე უნდა აითვალოს არა სოფელ ქვეშეთიდან, არამედ, სოფელ მლეთადან, საიდანაც იწყება აღნიშნული გზის სწრაფი მოძრაობისათვის შემაფერხებელი მონაკვეთი. აქედან გამომდინარე, პროექტის მიხედვით, განსაზღვრული მოქმედი გზის სიგრძე, 11 კმ-ით უნდა შემცირდეს. ახალი გზის პროექტი სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან  4  წელიწადში უნდა დასრულდეს.

 

 

როგორც სანდრო ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს პროექტის განხილვისას განუცხადა, აღნიშნული პროექტი უდიდეს როლს ითამაშებს არა მხოლოდ დროის შემცირების თვალსაზრისით, არამედ, სამთო ტურიზმის პოტენციალსაც მნიშვნელოვნად გაზრდის:

 

„ახალი გზა, საქართველოს ტურისტული ცხოვრების ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს:  ყაზბეგი დედაქალაქს წელიწადის ნებისმიერ დროს დაუკავშირდება. ასევე, გაიზრდება გუდაურის ბენეფიტი, რაც, 3-4 წელიწადში, საშუალოდ, 3 მილიარდ ევროს შემოიტანს“, - განაცხადა ონოფრიშვილმა. 

 

ცნობისათვის, პროექტის განხორციელებას ადგილობრივებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ეწინააღმდეგება.

 

/თამუნა დუღაშვილი/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ