დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 მილიონს მიაღწია 28.09.2020 10:33

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 მილიონს მიაღწია. მონაცემები ცოტა ხნის წინ, საიტზეwww.worldometers.info - განახლდა.  

ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი აშშ-ში გარდაიცვალა (209 000), სიკვდილიანობით მეორე ადგილზეა ბრაზილია (141 000), შემდეგ ინდოეთი (95 000), მექსიკა (76 000) და გაერთიანებული სამეფო (41 000). 

აქვე, 27 სექტემბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თქვა, რომ სანამ ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2 მილიონს მიაღწევს

ამას გარდამეცნიერებმა ვირუსის ახალი თვისებები შეისწავლეს აშშ-ში, ტეხასის შტატში დადასტურებულ შემთხვევებზე დაკვირვებით. ისინი ფიქრობენ, კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და უფრო გადამდები ხდება - მათი აზრით, ეს ვირუსის პასუხია დამკვიდრებულ ნორმებზე და COVID-19 ცდილობს, რომ შეებრძოლოს პირბადეს, სოციალურ დისტანციას და შეაღწიოს ადამიანთა ორგანიზმში

ცნობისთვის, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მატულობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო კვირაში COVID-19-ით ინფიცირებულთა სტატისტიკა იმაზე უფროსაგანგაშოა, ვიდრე მარტში, პიკის დროს იყო

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 33 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 25 მილიონი ადამიანი და, როგორც უკვე ცნობილია, გარდაიცვალა 1 მილიონი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ