დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ლალი მოროშკინა: როგორ მოხდა ხუთასამდე შეიარაღებული "ბოევიკის" თურქეთიდან აზერბაიჯანში ჩასვლა? 28.09.2020 10:35

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:

 

"ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქეთმა რამოდენიმე დღით ადრე გადასხა აზერბაიჯანში ე.წ. ბოევიკები, 

"სულთან მურადის დივიზია". 

მათი რაოდენობა შთამბეჭდავია.

მიზანი იყო, უეცარი დარტყმა სომხეთის სხვადასხვა ლოკაციებზე.

და ეს ამ დილით განხორციელდა!

არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

ჩვენთვის უცნობია, არიან თუ არა, ზემოთხსენებული დივიზიის წევრები ამჟამად საქართველოში,

 ან როგორ მოხდა ხუთასამდე კბილებამდე შეიარაღებული "ბოევიკის" თურქეთიდან აზერბაიჯანში ჩასვლა მკაცრი კარანტინის პირობებში?

(იმედს ვიტოვებ, რომ სპეცრეისით )

მოკლედ სიუჟეტი საკმაოდ მძაფრია, სამწუხაროდ ამ წინასაარჩევნო მარათონსა და კოვიდისტერიის ფონზე, არ ისმის კოლეგა კონფლიქტოლოგების აზრი!

ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რაც ნიშნავს ამიერკავკასიის თავიდან "გადაკერვას".

ფხიზლად ქართველებო!"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ