დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საქართველოს პარლამენტი  ბოლო სასესიო კვირას გამართავს 28.09.2020 10:57

პარლამენტში , ამ კვირაში, ბოლო სასესიო სხდომები ჩატარდება.  ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ,, ჯორჯიან თაიმსთან ‘’ საუბრისას განაცხადა. პარლამენტი განიხილავს „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს, ასევე კანონპროექტს „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისთვის“.

დღის წესრიგს დაემატა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“, „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტი და სხვა საკითხები. მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი 170-ზე მეტ კანონპროექტს განიხილავს.

 მისივე თქმით,  დეპუტატები რამდენიმე ახალ ინიციატივას დაჩქარებული წესით მიიღებენ. ამავე კვირაში დამტკიცდება ის ნორმატიული აქტებიც, რომელიც ორი მოსმენით უკვე მიღებულია

,,რაც შეეხება ოქტომბრის პერიოდს , კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომები წყდება და პოლიტიკური ისტებლიშმენტი საარჩევნო მარათონში ერთვება'' - განაცხადა გიორგი კახიანმა

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ