დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

მარინა ენდელაძე: კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 175 ინფიცირებული აჭარიდანაა 28.09.2020 11:14

ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 28 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული რეკორდუილი - 298 ახალი შემთხვევიდან 175 ინფიცირებული აჭარიდანაა. 

 

აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალ - 298 ახალ შემთხვევასთან ერთად, გარდაიცვალა 3 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 148 ადამიანი. 

 

ახალი შემთხვევების რეგიონული განაწილება ასეთია 298 ინფიცირებულიდან 175 - აჭარიდანაა, 38 - იმერეთიდან, 32 - თბილისიდან, 16 - გურიიდან, 14 - სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, 11 - სამცხე-ჯავახეთიდან, 7 - ქვემო ქართლიდან, 4 კი - კახეთიდან, - თქვა ენდელაძემ. 

 

ამასთან, მარინა ენდელაძის თქმით, ინფიცირებული პაციენტებიდან 22 მართვით სუნთქვაზეა. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ