დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ილია მეორე სომხეთსა და აზებაიჯანს მიმართავს 28.09.2020 11:23

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებას ეხმაურება.

 

„დიდი შეშფოთებით შევიტყვეთ ინფორმაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლახან დაწყებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

 

ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან ორივე ქვეყნის მეზობლები და მეგობრები ვართ და საქართველოშიც მრავლად ცხოვრობენ როგორც აზერბაიჯანელები, ისე – სომხები.

 

ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებენ ვითარების მკვეთრ ესკალაციას, რაც კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვისაც დიდ გამოწვევად იქცევა.

 

აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანსა და მთელს კავკასიას“, – წერს ილია მეორე მიმართვაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება გუშინ დაიძაბა.

სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციასა და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ