დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

თამარ ჟვანია: პარტიებმა საჯაროდ უნდა დაგმონ მსგავსი ქმედებები 28.09.2020 11:47

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობის ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არ ჯდება ეთიკის იმ სტანდარტებში, რაზეც პოლიტიკური პარტიები ცესკოს ინიცირებულ ქცევის კოდექსზე ხელის მოწერით შეთანხმდნენ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით ჟვანია განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ მსგავს ფაქტებზე დროულად უნდა მოხდეს რეაგირება.

 

გავრცელდა ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობის ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით. ასევე ცნობილი გახდა, რომერთიანი ნაციონალური მოძრაობისკანდიდატს ამომრჩეველთან შეხვედრისას ქვები დაუშინეს. ეს ცალსახად არ ჯდება ეთიკის იმ სტანდარტებში, რაზეც პოლიტიკური პარტიები ცესკოს ინიცირებულ ქცევის კოდექსზე ხელის მოწერით შეთანხმდნენ. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში თავად პარტიებმა საჯაროდ დაგმონ მსგავსი ქმედებები და მოუწოდონ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისა და ძალადობისგან. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მსგავსი ქმედებების ჩამდენი პირების დადგენა და მსგავს ფაქტებზე დროული რეაგირება“, - აღნიშნულია ცესკოს თავმჯდომარის განცხადებაში.

 

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერის, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, საარჩევნო შეხვედრაზე ქვები დაუშინეს. ის აღნიშნულს "ქართულ ოცნებას" უკავშირებს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ