დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

სამეგრელოში 14 მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა 28.09.2020 11:59

სამეგრელოში კოვიდინფიცირების 20 ახალი შემთხვიდან 14 სკოლის მოსწავლეა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის – მალხაზ თორიას ინფორმაციით, მოსწავლეების დაინფიცირების წყარო რეპეტიტორი მასწავლებელია.

 

“რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 200 ტესტი, აქედან გვაქვს 20 დადებითი პასუხი, მათგან 1 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, 1 მარტვილელია, 3 არის ფოთის მცხოვრები, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ბათუმთან, 15 არის ზუგდიდი, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან, ეს მასწავლებელი კი ე.წ  ოქროს ბირჟის კლასტერია. მეთხუთმეტე ზუგდიდელი კი არის ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. რადგან არასრულწლოვნები მოსწავლეები არიან სამ სკოლაში, სადაც მათ შემხებლობა აქვთ გადავა დისტანციურზე, ეს სკოლებია რუხის, ინგირის პირველი და დიდინეძის საჯარო სკოლები”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

 

თორიას განცხადებით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ