დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ილჰამ ალიევის განკარგულებით, აზერბაიჯანში სამხედროების ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა 28.09.2020 12:00

აზერბაიჯანსა და სომხეთში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განკარგულებით, სამხედროების ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის მედია ავრცელებს.  


განკარგულების მიხედვით, მობილიზაციისა და გაწვევის სამხედრო სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სამხედრო მოსამსახურეების გაწვევა და სამხედრო-სატრანსპორტო ღონისძიებები.


სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.  არსებული ინფორმაციით, როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მხრიდან არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ