დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

აჭარის გარდა, ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ 28.09.2020 12:24

 

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, აჭარის გარდა, საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ. როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ძალაში რჩება გადაწყვეტილება პირველი ოქტომბრიდან, აჭარის გარდა, სწავლის განახლება საკლასო ოთახებში 1-ელი მე-6 კლასებისთვის.

 

„1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ძალაში რჩება გადაწყვეტილება, რომ პირველი ოქტომბრიდან ისინი საკლასო ოთახებში ბრუნდებიან. ეს არ ეხება აჭარას. 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეების მშობლები თუ გადაწყვეტენ, რომ მათ ურჩევნიათ ონლაინ ისწავლონ მათმა შვილებმა და სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმით გააგრძელონ, ეს იქნება სრულად უზრუნველყოფილი. რაც შეეხება სიახლეებს, 12 ოქტომბერს აჭარის გარდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე განაახლებენ თავიანთ ფუნქციონირებას საბავშვო ბაღები. ასევე, 19 ოქტომბერს აჭარის გარდა სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში, შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები არა დისტანციურად, არამედ აუდიტორიებში განაახებენ ფუნქციონირებას. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ