დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები 28.09.2020 12:32

 

დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება. როგორც ცესკო- პრესპიკერმა ანა მიქელაძემ დრეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.სხდომები ეპიდემიოლოგიური წესების სრული დაცვით გაიმართება.

დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომები გაიმართება. სხდომები ჩატარდება 3 657 საარჩევნო უბანზე. პირველი სხდომების ჩატარებიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილება კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად. საუბნო საარჩევნო კომიისის წევრები აირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს. სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს. კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უფლება არ ვრცელდება ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნულ სუბიექტების წარმომადგენლებზე.

საუბნო საარჩევნო სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და აკრედიტებულ მედიაორგანიზაციებს. ყველა სხდომა გაიმართება პანდემიის წესების სრული დაცვით. უფლებამოსილი პირები საუბნო საარჩევნო კომისიებში დაიშვებიან ცესკო- მიერ დადგენილი ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით, მათ შორის, პირბადის გამოყენებით, ხელების დეზინფექციისა და თერმოსკრინიგის გავლის შემდეგ. სხდომები ღიაა ყველა უფლებამოსილი პირისთვის. ცესკო მიმართავს არჩევნებში ჩართულ მხარეებს, აქტიურად დააკვირდნენ პირველ სხდომებს, რაც პროცესის გამჭირვალობასა და სანდოობას უწყობს ხელს, განაცხადა მიქელაძემ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ