დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"შემთხვევების რაოდენობა პერიოდულად 200-დან 500-ის ფარგლებში იქნება, მთავარია, იყოს მართვადი,“-ამირან გამყრელიძე 28.09.2020 12:44

 

„ახალი შემთხვევების რაოდენობა პერიოდულად 200-დან 500-ის ფარგლებში იქნება, თუმცა მთავარია, იყოს მართვადი,“- ეს განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისივე თქმით, ამ დროისთვის ვითარება სრულად მართვადია და პაციენტებს შესაბამისი დახმარება ეწევათ.


„სამწუხაროდ, გარდაიცვალა 31 პაციენტი. ქვეყანაში სიკვდილიანობის მთლიანი პროცენტი არის 0.56, რაც  ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლია ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზირებადი იყო, რომ სექტემბერში შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა, შესაბამისად მოიმატებდა საშუალო და მძიმე, მათ შორის კრიტიკული შემთხვევები, თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ სამწუხაროდ, მედიცინაში ეს ხდება, თუმცა შემთხვევათა დიდი რაოდენობის ფონზე, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პროცენტი,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


მისივე თქმით, ჯერჯერობით აჭარა რჩება ყველაზე ცხელ წერტილად.


„დღეისთვის აჭარაში სტანციონარებში არის 502, კოვიდ-სასტუმროებში 998, ბინაზე მეთვალყურეობის ქვეშ 600-მდე ინფიცირებული. პროგნოზირებადი იყო, რომ ჩვენ შემოდგომაზე, ზაფხულის სეზონის შემდეგ გვექნებოდა ზრდა და რომ ეს ყველაფერი დაიწყებოდა აჭარიდან. ამავე დროს, უნდა გავითავისოთ ისიც, რომ ჩვენ ყოველდღიურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვექნება შემთხვევათა მერყეობა 200-400-500-ის ფარგლებში, მაგრამ ეს ყველაფერი მთავარია უნდა იყოს მართვადი. ჯერჯერობით ეს ყველაფერი სრულად მართვადია და ავადმყოფებს ეწევათ შესაბამისი დახმარება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ