დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ლევან ხაბეიშვილი: 8 წლის თავზე, ხელისუფლებას ქვის სროლის გარდა, არაფერი დარჩენია 28.09.2020 12:46

„სამწუხარო რეალობაა, რომ 8 წლის თავზე, ხელისუფლებას ქვის სროლის გარდა, არაფერი დარჩენია“, - განაცხადა  „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა სამგორის ოლქში -  ლევან ხაბეიშვილმა.

 

მისი განმარტებით, ხელისუფლებას სურს, რომ ისევ ქვის ხანაში დაგვაბრუნოს: „ქვის სროლა დაიწყეს ჯერ ჩემთან, სამგორში, შემედეგ - გლდანში, ახლა, იგივე მოხდა ბოლნისშიც. ამ ფაქტებიდან ყველაზე ცუდი ის არის, რომ უამრავი პრობლემის მუხედავად, ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ მის მოგვარებაზე ფიქრობდეს, საკუთარ აქტივისტებს ახალისებს, რომ ოპონენტებს ქვები დაუშინონ“.

 

ხაბეიშვილის დასძენს, რომ საბოლოოდ, ეს ფაქტები ისედაც  სიდუხჭირეში მყოფ ადამიანებს ფსიქიკას საბოლოოდ გაუნადგურებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ