გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ზურაბ ნასარაიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ოზურგეთის ყველა სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ჩოხატაურსა და ლანჩხუთში კი სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
„დღეს გურიაში გამოვლენილი 16 დადასტურებული შემთხვევიდან 13 „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება და ამ ფაბრიკის თანამშრომლები არიან. ყველა მათგანი უკვე შესაბამის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. მათ, ვისაც არ აქვს დადასტურებული "კოვიდ 19", მაგრამ დასაქმებულია „აჭარა ტექსტილში“, გადაყვანილი არიან აჭარის საკარანტინო სივრცეში და მათზე დაკვირვება გრძელდება“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან 16 გურიაში გამოვლინდა.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge