დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ლევან ხაბეიშვილი: ისე არ უნდა მოხდეს, რომ დღეს ოპოზიცია გერქვას და ხვალ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიცია შექმნა 28.09.2020 13:52

ოპოზიციური პარტიების პოზიცია, რომ ისინი არ გაერთიანდებიან მმართველ გუნდთან, სამგორის ოლქის "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა - ლევან ხაბეიშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში შეაფასა:

 

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია წინასაარჩევნოდ, იმისათვის, რომ ამომრჩეველმა კარგად იცოდეს, ვინ ვინ არის. ისე რომ არ მოხდეს, დღეს ოპოზიცია გერქვას და ხვალ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიცია შექმნა“, - განაცხადა მან.

 

„იქ  იყვნენ პოლიტიკური პარტიბიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ თურმე არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აპირებენ კოალიციას. ანუ პირდაპირ აცხადებენ, რომ შესაძლოა პოლიტიკური კრიზისის შემქმენლებადაც კი მოგვევლინნენ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.


ცნობისათვის, პირობას, - „არც ერთ შემთხვევაში ჩვენი პარტია არ შეუქმნის სამთავრობო უმრავლესობას ივანიშვილს და ქართულ ოცნებას“ - გადაცემა "მთავრი აქცენტების" სტუდიაში ხელი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა მოაწერეს.


დაფაზე 6 პარტიის - "ენმ", "ევროპული საქართველო", "ლეიბორისტები", "გირჩი", "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" - წარმომადგენლების ხელმოწერაა დაფიქსირებული.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ