დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

აზერბაიჯანის საელჩო - ყარაბაღის კონფლიქტი საერთაშორისო თანამეგობრობისა და მეზობლების დახმარებით უნდა მოგვარდეს 28.09.2020 14:51

საქართველოში, აზერბაიჯანის საელჩო აცხადებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი საერთაშორისო თანამეგობრობისა და მეზობლების დახმარებით უნდა მოგვარდეს. ეს საელჩოში გამართული სპეციალური ბრიფინგი ყარაბაღში, ფრონტის ხაზზე, არსებული მდგომარეობის მიეძღვნა.

ელჩის პირველი მოადგილის, ელდარ ბაირამოვის თქმით, გუშინ დილით სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელა. ელდარ ბაირამოვმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის მიერ დასახლებული პუნქტებისა და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შედეგად, დაიღუპა და დაიჭრა აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოსახლეობაა.

"სომხეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და მშვიდობიანი მოსახლეობას სამიზნედ იყენებს,"- განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.

,,ჩვენი იმედი გვაქვს როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ასევე ჩვენი სამეზობლოს, საქართველოსაც ზუსტად იგივე პრობლემა აქვს ტერიტორიებთან დაკავშირებით, როგორც აზერბაიჯანს. შესაბამისად, კარგად ესმის პრობლემის სიმწვავე. ამიტომ ყველაფერს აკეთებს რათა კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს და საომარი მოქმედებები შეწყდეს,’’ - განაცხადა ელჩის მოადგილემ. რაც შეეხება, საერთაშორისო მედიისა და დამკვირვებლების ადგილზე, ანუ საომარი მოქმედებების ზონაში შესვლას, ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანული მხარე ამ ეტაპზე, ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ