დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

პარლამენტის ბიურომ „ქუთაისის განსაკუთრებული სტატუსის“ შესახებ ინიციატივა "ნაციონალურ მოძრაობას" უკან დაუბრუნა 28.09.2020 16:13

„ქალაქ ქუთაისის განსაკუთრებული სტატუსის“ შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ინიციატივა ბიურომ ინიციატორებს უკან დაუბრუნა.

 

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ინიციატივა უნდა იყოს წარმოდგენილი პაკეტის სახით და თან უნდა ახლდეს თანმდევი კანონპროექტები.

 

კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, რომელიც ქუთაისისთვის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, ბიურომ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ინიციატივა ხარვეზის გამოსწორების მიზნით ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ უკან დაუბრუნდა.

 

ცნობისათვის, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ქალაქ ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. კერძოდ, ინიციატივის თანახმად, ქუთაისს საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი ენიჭება.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ