დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ირაკლი ალადაშვილი აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში რუსეთისა და თურქეთის ჩარევას არ გამორიცხავს 28.09.2020 16:45

საბრძოლო მოქმედებებიდან გასულია მხოლოდ  1 დღე და ეს  არ იძლევა პროგნოზის გაკეთების  საშუალებას“ -  განაცხადა  რადიო „ჯორჯიან თაიმსთან“  საუბრისას სამხედრო ექსპერტმა ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა.

 

მისი თქმით,  თუ საბრძოლო მოქმედებები უფრო მასშტაბური გახდა და  აზერბაიჯანი გააგრძელებს  მძიმე  შეიარაღების გამოყენებას, არ არის გამორიცხული კონფლიქტი  ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. „ამ ეტაპზე  არც ის არის ცნობილი დაჯერდება თუ არა  აზერბაიჯანი რამდენიმე სიმაღლისა და სოფლის აღებას  და თუ დასრულდება  ამით შეტაკებები“ -  განაცხადა ალადაშვილმა.

 

 ამავდროულად ექსპერტმა  დაუშვა იმის   შესაძლებლობაც, რომ კონფლიქტში  ჩაერთონ  რუსეთი და  თურქეთი, რამეთუ მათ ცალსახად დააფიქსირეს შესასაბამისად  სომხეთისა და  აზერბაიჯანის უპირობო მხარდაჭეტრა.  „აღსანიშნავია  გეოგრაფიაც - რუსეთს სომხებთან სახმელეთო კავშირი საქართველოს გავლით აქვს, ისევე როგორც თურქეთს  აზერბაიჯანთან“ - განაცხადა ალადაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ