დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა 29.09.2020 09:46

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა ჟ.ი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პარიზი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 330 აბი ამოიღო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.ლ.-მ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ჟ.ი.-ს დახმარებით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. პოლიციამ ბ.ლ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავა,“- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ