დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა 29.09.2020 09:55

 

 

სომხეთის და აზერბაიჯანის ოფიციალური უწყებები მთიან ყარაბაღში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სხვადასხვა ინტენსივობის ბრძოლები გრძელდება. მათივე ცნობით, სომხურმა დანაყოფებმა აზერბაიჯანის ძალების შეტევა მოიგერიეს და საწინააღმდეგო ზომები მიიღეს.


სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ცხრა წლის ბავშვის გარდაცვალების შესახებ იუწყება.


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, სომხურ მხარეს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს. უწყების ცნობით, სომხური შეიარაღებული ძალების ერთი ტანკი, ერთი საბრძოლო მანქანა და 10 ჯარისკაცი  საარტილერიო ცეცხლით განადგურდნენ.


ფრონტის ხაზზე დაძაბული საბრძოლო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 


სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.  არსებული ინფორმაციით, როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მხრიდან არიან დაღუპულები და დაშავებულები.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ