დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

არასამთავრობო სექტორი წინასაარჩევნოდ მუქარის, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნისა და ძალადობის ფაქტებზე საუბრობს 29.09.2020 11:06

„ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ მონიტორინგს წინასაარჩევნო დარღვევების როგორც საჯაროდ გახმაურებულ  ფაქტებზე,  ასევე იმაზეც, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის“, - ასე გამოეხმაურა  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე, პარტიის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმების გახშირებულ ფაქტებს.

 

როგორც ნიჟარაძემ „ჯორჯიან თაიმსს“ განუხადა, ძალადობრივი ქმედებები წინასაარჩევნო კამპანიასა და გარემოზე ძალიან ცუდ გავლენას ახდებს.

 

„მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენს ანგარიშებში, ფიზიკური ძალადობის გარდა, გვაქვს ზეწოლის, მუქარის, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნის არაერთი ფაქტი. ეს კი სცდება დემოკრატიული ქვეყნის ყოველგვარ სტანდარტს, რაც  კატეგორიულად მიუღებელია“.

 

მისივე თქმით, „აუცილებელია, რომ ასეთი ფაქტები დროულად იქნეს გამოძიებული და პირები, ვინც ამაში მონაწილეობენ, დაისაჯონ. ეს მნიშვნელოვანია როგორც ამ არჩევნების, ასევე, ზოგადად, საარჩევნო კულურის ჩამოყალიბებისთვის“, - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ