დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 29.09.2020 11:14

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 55 წლის ქალია. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 სექტემბერს მძიმე თანმხლები დაავადებებით შეიყვანეს.


გუშინ ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად აჭარაში სტაციონარი და საკარანტინო სივრცე დატოვა 400-მდე პაციენტმა. მათგან 300 პაციენტი გაეწერა კოვიდსასტუმროდან, 100-მდე პაციენტი კლინიკებიდან.

 

ამჟამად სტაციონარში მკურნალობს 463 პაციენტი, მათ შორის 32 არასრულწლოვანი და 10 ორსული. კოვიდკარანტინში იმყოფება 957 პაციენტი, ბინაზე მკურნალობს 600-ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ