ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავი საშუალოდ 5-10 თეთრით გაძვირდა, რაც ლარის კურსის გაუფასურებამ განაპირობა.
მისი განმარტებით, ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასი არ გაზრდილა, თუმცა, საქართველოში საწვავის გაძვირება ლარის გაუფასურებამ განაპირობა.
,,ერთი თვის მანძილზე ეროვნული ვალუტა 25- 27 პუნქტით გაუფასურდა, ბიზნესმა ფასები მყისიერად არ გაზარდა საწვავზე, იგი ხანგრძლივად აკვირდებოდა პროცესს.ფასის ზრდა არც მატ ინტერესშია, თუკი ლარმა გამყარება დაიწყო, უნდა ვივარაუდოთ , რომ საწვავზე ფასი კვლავ დაიწევს’’ - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი ,,ჯორჯიან თაიმსთან’’ საუბარში.
ავტორ(ებ)ი : geotime.ge