დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ბათუმის სათნოების სავანეში კორონავირუსით 25 ხანდაზმული და 10 თანამშრომელი დაინფიცირდა 29.09.2020 12:03

საპატრიარქოსთან მოქმედ ბათუმის სათნოების სავანეში კორონავირუსით  25 ხანდაზმული და ათი თანამშრომელი დაინფიცირდა.

 

სავანის დირექტორის, დეკანოზ იოანე ბარამიძის განცხადებით, კიდევ ხუთი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

 

„ჩვენი 25 ბენეფიციარი დაინფიცირდა, ველოდებით კიდევ ხუთი ხანდაზმულის ანალიზების პასუხებს, ინფიცირებულია ჩვენი ათი თანამშრომელიც. ყველა მოხუცი კლინიკაშია გადაყვანილი, თანამშრომლები კი – კოვიდსასტუმროებში“, – განაცხადა დეკანოზმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ