დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ელენე ნიჟარაძე: მიხეილ სააკაშვილს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება 29.09.2020 12:16

მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მას, საარჩევნო კოდექსით, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე განცხადებით, ამ საკითხზე რეაგირება საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა მოახდინოს.

 

„ანგარიშში საუბარი იყო საარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობის ფაქტებზე. ერთ-ერთი შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილს. ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და საარჩევნო კოდექსით,  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს  საარჩევნო პროცესში მონაწილეობა ეკრძალებათ. ამის მიუხედავად, ყოფილი პრეზიდენტი აქტიურად არის ჩართული ოპოზიციის სასარგებლოდ. შესაბამისად ასეთ შემთხვევაში, ეს შედის საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებაში, რომ ასეთ ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს”, – განაცხადა ნიჟარაძემ.

 

მისივე თქმით, მსგავს ქმედებებზე რეაგირება ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ