ელიავას ბაზრობაზე ხანძარის შედეგად 15-მდე მაღაზია დაიწვა. ცეცხლი გვიან ღამით ხის მასალების საწყობსა და რამდენიმე მაღაზიაზე გავრცელდა. განადგურებულია დაახლოებით ათასი კვადრატული მეტრი ფართობი.
„ჯორჯიან თაიმსი“ გთავაზობთ 2012 წლიდან დღემდე დამწვარი სავაჭრო ობიექტების ჩამონათვალს, რომელთა ჯამური რიცხვიც უკვე 25-ს შეადგენს:
1. ლილოს ბაზრობა – 15/XI/2012
2. სავაჭრო ცენტრი ,,საბა" – 26/02/2013
3. სენაკის ბაზრობა – 25/08/2014
4. ბოშათა ბაზრობა – 16/09/2014
5. ხოფას ბაზრობა – 7/XII/2014
6. ელიავას ბაზრობა – 27/XII/2014
7. ისნის ბაზრობა – 21/01/2015
8. ელიავას ბაზრობა – 4/08/2015
9. კიროვის ქარხანა - 27/08/2015
10. შავი ბაზრობა – 2/08/2016
11. ბაზრობა და ბავშვთა სამყარო – 29/01/2017
12. ელიავას ბაზრობა - 2/06/2017
13. ფოთის ბაზრობა – 10/07/2017
14. დეზერტირების ბაზრობა – 17/07/2017
15. ისნის ბაზრობა - 19/08/2017
16. თერგის ბაზრობა - 27/02/2018
17. საამქროები და საწყობები სამგორში - 4/03/2018
18. სავაჭრო ცენტრი ბათუმში - 29/08/2018
19. ბაზრობა ყარაჯალაში - 6/09/2018
20. ელიავას ბაზრობის საამქროები - 11/X/2018
21. სტამბოლის ბაზრობა - 31/X/2018
22. ლილოში ჩინელების ბაზარი - 07/06/2019
23. ქავთარაძეზე სავაჭრო ზონა შპს სტარექსი - 15/01/2020
24. ვარკეთილის ბაზრობა - 15/06/2020
25. ელიავას ბაზრობა - 29/09/2020
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge