დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

გიორგი გახარია: საქართველოს ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანია 29.09.2020 13:29

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ფუნქციის, ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში, რაც არის ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა ნატო-სთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მხარეებმა შეხვედრისას ერთობლივად აღნიშნეს, რომ გასულ წელს ნატო-საქართველოს შორის იყო ძალიან დინამიური თანამშრომლობა პრაქტიკულ დონეზე, მათ შორის წვრთნების ნაწილში.

 

„2019 განსაკუთრებით შესანიშნავი წელი იყო ამ კონტექსტში. ამავდროულად ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, რომ რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით განვაგრძოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა ნატოსა და საქართველოს შორის. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს ფუნქციის, ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. ეს არის ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა იმისთვის, რომ ნატო-სთან გავაღრმავოთ ურთიერთობა. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია ის არჩევნები, რომელიც მალე შედგება საქართველოში. საქართველო ადასტურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის კონსოლიდაციისკენ და შემდგომი ნაბიჯები იქნება ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავება პოლიტიკურ განზომილებაში“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ