დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

პაატა ზაქარეიშვილი -,,დიდი ალბათობით თურქეთი და რუსეთი შეთანხმდებიან  და ომი ორ სამ დღეში შეწყდება'' 29.09.2020 15:20

27 სექტემბერს, გამთენიისას მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები განახლდა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.  რა ვითარებაა რეგიონში? მოსალოდნელია თუ არა ფართომასშტაბიანი დაპირისპირება? რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ეს საქართველოსთვის? რა პოზიცია  უნდა ეჭიროს ქვეყანას. ამ საკითხებზე  ,,ჯორჯიან თაიმსთან’’ ინტერვიუში კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ყარაბაღში რთული ვითარებაა, ასეთი მასშტაბის შეტაკებები 2016 წელსაც არ ყოფილა , კონფლიქტი მაშინ ლოკალურ ხასიათს ატარებდა, ახლა კი მთელს პერიმეტრზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით  მიმდინარეობს.

,,დიდი ალბათობით თურქეთი და რუსეთი შეთანხმდებიან  და ომი ორ სამ დღეში შეწყდება. თუმცა ,  აღმოჩნდება რომ უფრო მეტი ტერიტორია  აზერბაიჯანს დარჩა - აცხადებს ,,,ჯორჯიან თაიმსათან'' საუბარში კონფლიქტოლოგი

მისი თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ ჯერ კიდევ 2016 წელს საომარი მოქმედებები იმ პირობით შეწყვიტა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ტერიტორიული დავის  მშვიდობიანად მოგვარებაში დაეხმარებოდა. ალიევის მთავრობამ ვერც სომხურ მხარესთან დაალაგა სიტუაცია და შესაბამისად, იმედებიც გაუცრუვდა.   

,, აზერბაიჯანმა თავი შეახსენა მსოფლიოს, დროც კი სწორად შეარჩია, საომარი მოქმედებები კვირა დღეს დაიწყო, რათა მსოფლიო თანამეგობრობას მყისიერი რეაქცია ვერ მოახდინა - აცხადებს ექსპერტი

რაც შეეხება, ამ ომის გავლენას საქართველოზე, ზაქარეიშვილის აზრით, ქვეყანა მხოლოდ ეკონომიკურად დაზარალდება და გეოპოლიტიკაზე ეს გავლენას არ მოახდენს.

,, ყარაბაღმა მსოფლიოს დაანახა , რომ კავკასია ფეთქებადსაშიში რეგიონია, შესაბამისად არც ინვესტიციებისთვის და ტურიზმის კუთხითაც მაინცდამაინც სახარბიელო არაა ‘’

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საქართველომ უნდა მიბაძოს ევროკავშირს და ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს.

 ,,ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც  ორივე სახელმწიფოსთან თანაბრად კარგი ურთიერთობა გვაქვს, ეს ერთი – და ეს ყოველთვის აუცილებლად მკაფიოდ უნდა ითქვას; მეორე – ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ინტერესები თურქეთთან და აზერბაიჯანთან,  ჩვენთან გადის ეს მილები და ეს ჩვენი უდიდესი მონაპოვარია'' - აცხადებს ექსპერტი.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ