დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ზალკანიანი: ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან უმაღლესი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს 29.09.2020 15:56

გენერალური მდივნის მხრიდან უმაღლესი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს და აღინიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში, როგორც დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული რეფორმებით და მან მოგვიწოდა, რომ მომავალში გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი კონსოლიდაცია დემოკრატიული პროცესების, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს მართავს უმაღლესი თანამდებობის ყველა პირთან, ვინც ფიზიკურად იმყოფება ბრიუსელში.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები გაიმართება, რამდენიმე უკვე გაიმართა კიდეც. მე, ამ მომენტისთვის განსაკუთრებით აღვნიშნავდი ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას, სადაც იყო უაღრესად შინაარსიანი განხილვა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ძირითად პროცესებთან დაკავშირებით, ასევე, რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან მიმართებაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მან დეტალურად ისაუბრა იმ საკითხების შესახებ, რაზეც ყურადღება გამახვილდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის გამართული შეხვედრისას.

 

„აღინიშნა, რომ საქართველო არის უაღრესად ფასეული პარტნიორი ნატო-სთვის. ის კონტრიბუცია, რომელიც ჩვენ შეგვაქვს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში არის უაღრესად დაფასებული ნატო-ს მხრიდან. პრემიერის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე. ეს არის ახალი განზომილება ნატო-სთვის და აქ საქართველოს როლი არის უაღრესად მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი - საქართველო, როგორც დამაკავშირებელი და საქართველო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რეგიონში ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორების ინტერესი. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის წევრობა და სწორედ, ის პრაქტიკული ინსტრუმენტები, როგორიცაა ერთობლივი პაკეტი, ყოველწლიური პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს და ეს იყო ხაზგასმით აღნიშნული შეხვედრაზე, არის მნიშვნელოვანი გარანტორი იმისა, რომ საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავის საბოლოო მიზანს წევრობაზე,“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ