თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ტრაილერს შეეჯახა, შემდეგ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორ(ებ)ი : geotime.ge