დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

აჩიკო მეფარიძე მომღერლებს იძულებით სტაგნაციის პერიოდის ნაყოფიერად გამოყენებას ურჩევს 29.09.2020 16:52

მომღერალი აჩიკო მეფარიძე  კოლეგებს ურჩევს რომ პანდემიის პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენონ.

 

როგორც მომღერალი აჩიკო მეფარიძე „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში აცხადებს მსოფლიო მომღერლები  კონცერტებს ონლაინ ატარებენ  და კლიპებს იღებენ.

 

„რაც არ უნდა გაკეთდეს ეს უდიდესი ხელოვნებისთვის ტრაგედია. მინდა ჩემს კოლეგებს, ხელოვან ხალხს ვურჩიო, რომ ეს დრო გამოვიყენოთ ახალი პროდუქციის შესქმნელად.  ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ეს ცხოვრებაა და ცუდ პერიოდს კარგი მოსდევს.  იმედი აცოცხლებს ადამიანს და უხანგრძლივებს მის, როგორც ხელოვნების  შემოქმედებით პერიოდს,“- განაცხადა აჩიკო მეფარიძემ.

 

მომღერალმა საკუთარ კონცერტზეც ისაუბრა, რომელიც გაზაფხულზე იყო დაგეგმილი და პანდემიის გამო გადაიდო.

 

„კონცერტს ვაპირებდი გაზაფხულზე, 16 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის ბენდი, მოცეკვავეები, მომღერლები. მაგრამ არ გამოვიდა. შემდეგ ვიფიქრეთ, ზაფხულში ბათუმში გაგვეკეთებინა, თუმცა  შესაბამისი სცენა ვერ მოვძებნეთ. სექტემბერში გადმოვიტანეთ, მაგრამ ახლა ისეთი პერიოდია, რომ არავინ მოვა. ჯერ კიდევ არ ვიცი როდემდე გადაიდო ეს კონცერტი, ალბათ, სანამ სიტუაცია არ დაწყნარდება,“- განაცხადა მომღერალმა „ჯორჯიან თაიმსთან“.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ