დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ნინოწმინდის სტადიონზე სომხები შეიკრიბნენ და მოხალისეთა რაზმები ჩამოაყალიბეს, რომლებიც ყარაბაღში გადასვლას ცდილობდნენ 29.09.2020 20:24

 

რეპორტ.გე-ს ინფორმაცით, 28 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან სომხეთში მოხალისეების ჯგუფის გადასროლის მცდელობა იყო. ნინოწმინდის სტადიონზე სომხები შეიკრიბნენ და მოხალისეთა რაზმები ჩამოაყალიბეს, რომელთა რიცხვი დაახლოებით 3-5 ათასი შეადგინა. აქედან რამდენიმე ასეული საქართველო-სომხეთის საზღვრისკენ გაემართა, რათა ის გადაეკვეთა და ყარაბაღში გადასულიყოამის უფლება ჯგუფებს ქართველმა მესაზღვრეებმა არ მისცეს. ადგილზე მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შემდეგ სომხეთში ასამდე ადამიანი, სომხეთის პასპორტის მქონე  პირი გადაუშვეს, სადაც მათ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ავტობუსები ელოდებოდნენ, რითაც ყარაბაღში უნდა გადაეყვანათ. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქტივისტებს ყარაბაღში სომხური არმიის დასახმარებლად ძველი საბურავებითა და კვების პროდუქტებით დატვირთული რამდენიმე სატვირთოს გადაყვანა სურდათ. ქართველმა მესაზღვრეებმა ამის უფლება არ მისცეს, რადგან თბილისის გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული რუსეთიდან სომხეთში სამხედრო ტვირთის ტრანსპორტირებისთვის. ამის საპასუხოდ სომხურმა მედიამ საქართველო პროაზერბაიჯანულ პოზიციაში დაადანაშაულა და დაემუქრა.

 

ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ აზერბაიჯანელებთან და თურქებთან თამაში კარგად არ დამთავრდება და ნუ ეწყინებათ, თუ 2021 წელს სომხები მოულოდნელად ჯავახეთში ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად ჯარებს შეიყვანენ, როდესაც ერდოღანი საბოლოოდ წაართმევს აჭარას,"_წერს გამოცემა.

 

ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, სომხურ მხარესთან ორმხრივი შეთანხმებით, საზღვარი უკვე რამდენიმე თვეა დახურულია. ქართველი მესაზღვრეები კი სახელმწიფო პოზიციის სრული დაცვით მოქმედებდნენ, რაც ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებისთვის იარაღის მიწოდებასა და სამხედრო მხარდაჭერაში მონაწილეობაზე უარის თქმას გულისხმობს. გარდა ამისა, ასეთი ქმედება საქართველოს კანონმდებლობით ისჯება

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ