დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

მსოფლიოს უდიდეს ღვინის გამოფენაზე სხვადასხვა ნომინაციაში 19 ქართული ღვინო მოხვდა 30.09.2020 00:14

ბიძინა გიორგობიანის პოსტი:

 

„Decanter World Wine Award 2020“ მსოფლიოს უდიდესი ღვინის გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო 16500 ღვინო სხვადასხვა ქვეყნებიდან, 116 ღვინის ექსპერტი, მათ შორის 37 ღვინის მაისტერი და 9 მაისტერ სომელიე. აღნიშნულ კონკურსში პლატინის და ოქროს ნომინაციებში წარმოდგენილია ძირითადად ფრანგული, იტალიური, ესპანური, პორტუგალიური ღვინოები. საქართველოს მიღწევაა, სხვადასხვა ნომინაციაში 19 ღვინო. ყოფილი საბჭოთ კავშირიდან ნომინირებულია 12 სომხური, რუსეთის 35 ღვინო კრასნოდარის მხარიდან, 100-ზე მეტი ღვინო მოლდოვადან და 3 უკრაინიდან. არ ვიცი შეიძლება ვცდები და სადმე იყო ამ შესანიშნავი გამოფენის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ვფიქრობ, ბევრად საინტერესო ინფორმაცია იქნებოდა, ვიდრე ათასი ჯურის აფერისტის და ფსიქიური პრობლემებით სავსე ადამიანების ტელეგამოფენა, რასაც ქართულ ტელევიზიებში ვუცქერით წინასაარჩევნოდ. ქართული, მევენახეობის და მეღვინეობის მომავალი ბევრად საინტერესოა, ვიდრე ვითომ პოლიტიკური ჭორაობები რასაც ვიგებთ. აქ მოტანილი ვიდეო კი მოგვითხრობს უნგრული „Juliet Victor Édes 2017“ შესახებ, ნომინაციიდან "საუკეთესო გამოფენაზე", სადაც ერთადერთი ქართული ღვინო მოხვდა, ესაა თელიანი ველის 2018 წლის გლეხური რქაწითელი.

 

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ