დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„მარნეულის ინციდენტის დროს დაშავებულებიდან უგონო მდგომარეობაში არცერთი პაციენტი არ ყოფილა“ 30.09.2020 00:44

მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, განცხადებას მარნეულის საავადმყოფოს ექიმი აკეთებს.

 

 

„ერთ პაციენტს ცხვირის ძვლის მოტეხილობა აქვს, მეორეს ტრავმული დაზიანებები არ აღენიშნება, დაზიანებები აქვს სახის არეში. ორივე პაციენტი ამ დროისთვის რჩება კლინიკაში. მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, ხვალ გაეწერებიან. რაც შეეხება მესამე პაციენტს, ის უკვე გაეწერა", - განაცხადა ექიმმა. მისი განმარტებით, უგონო მდგომარეობაში არცერთი პაციენტი არ ყოფილა.

 

შეგახსენებთ, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ