დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება 30.09.2020 10:17

 

 

მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. აზერბაიჯანის და სომხეთის მხარეები სამხედრო ოპერაციების და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციებს ავრცელებენ. სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით,  აზერბაიჯანის მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან ამ დრომდე სომხურმა მხარემ მოწინააღმდეგის 790 ჯარისკაცი გაანადგურა.


განადგურებულია 790 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. აზერბაიჯანულ მხარეს 1900 დაშავებული ჰყავს, განადგურებულია მათი 137 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 72 უპილოტო საფრენი აპარატი, 7 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი,“- აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, 27 სექტემბრის შემდეგ დაჭრილი და დაღუპულია 2 300-მდე სომეხი ჯარისკაცი, გარდა ამისა, განადგურებულია 130 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 25-მდე საჰაერო თავდაცვითი სისტემა, იარაღის 5 საწყობი, 50-მდე ტანკსაწინააღმდეგო სისტემა.


მათივე ინფორმაციით, გუშინდელი ბრძოლის დროს აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთება ხოჯალის რეგიონში საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-300-ი გაანადგურეს.


სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.  

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ