დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

მთაწმინდის საბაგიროს ახალი პროექტი 50 მილ. ჯდება 30.09.2020 11:41

თბილისის მერის თქმით,  საბაგირო დაახლოებით 2 წელიწადში ამოქმედდება და პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარია.

გახსოვთ, ალბათ, მთაწმინდის საბაგირო, რომელმაც 1990 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება. ამ საბაგიროს აქვს 1 კმ-ის მარშრუტი მეცნიერებათა აკადემიიდან მთაწმინდის პარკამდე. ამ კონკრეტული საბაგიროს აღდგენაზე მუშაობა რამდნეიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა შეჩერდა, რადგან არსებობდა გარკვეული პრობლემები . ჩვენი უფლებამოსილების განხორციელების დღიდან დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა.

ამ პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც პრობლემას წარმოადგენდა იყო ადგილობრივი მოსახლეობის განსახლების საკითხი. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველა ოჯახთან , ყველა ადამიანთან შეთანხმება მიღწეულია და ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება

ჩვენ უკვე მზად გვაქვს პროექტი, გამოცხადდება ტენდერი მშენებელი კომპანიის შესარჩევად. დაახლოებით, წელიწადნახევარი, ორი წელი დასჭირდება მთლიანად პროექტის განხორციელებას. რაც შეეხება საბაგიროს, იქნება წრიული ტიპის, 21-გონდოლიანი, მთლიანი მანძილის დაფარვა 4 წუთში იქნება შესაძლებელი. ძალიან მაგარი იქნება ეს პროექტი ჩენი ქალაქისთვის. დაახლოებით, 50 მილიონი ჯდება პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.



ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ