დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 235 აჭარიდანაა 30.09.2020 11:54

 

 

კორონავირუსის 3072 აქტიური შემთხვევიდან კრიტიკულად მძიმეა 28 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, აქედან 26 მართვით სუნთქვაზე,“- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძემ განაცხადა.


„ახალი გამოვლენილი შემთხვევებიდან, აჭარაში ისევ მაღალია ინფიცირებულთა ოდენობა - 235 პაციენტი. შემდეგ მოდის იმერეთი - 38 პაციენტი, შემდეგ თბილისი - 30 პაციენტი. სამეგრელო- ზემო სვანეთში 14 ახალი შემთხვევაა, გურიაში - 6, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში არის თითო-თითო ახალი შემთხვევა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

მისივე განცხადები, 8 პაციენტი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.

 

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ