დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

გია ვოლსკი - ,,მოლაპარაკებები არ მიდიოდა მაღალ პროფესიონალურ დონეზე, არ იყო დაცული სახელწიფოს ინტერესები’’ 30.09.2020 12:27

პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხი წინასაარჩევნო თემებს არ უკავშირდება. საკითხი სახელმწიფო ინტერესებს ეხება და აუცილებლად უნდა გამოიძიონ.

„დავით გარეჯთან დაკავშირებით ის ინფორმაციაა ჩვენთვის ცნობილი, რაც პროკურატურის მიერაა გაცხადებული. წინასწარი მონაცემებით იკვეთება, რომ მოლაპარაკებები არ მიდიოდა მაღალ პროფესიონალურ დონეზე ისე, რომ დაცული ყოფილიყო სახელმწიფოს ინტერესები.

ჩემი მოსაზრება და ჩემი ოპონენტების მოსაზრება აქ არაფერ შუაშია, არც წინასაარჩევნო თემები, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული,"- განაცხადა ვოლსკიმ.

დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ