დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ლაშა ტუღუში - ,,პოლიტიკური პარტიები უნდა გაემიჯნონ ვანდალიზმს და არა ერთმანეთისკენ იშვირონ თითი'' 30.09.2020 14:03

მარნეულის გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით მედია ექსპერტი ლაშა ტუღუში ,,ჯორჯიან თაიმსათნ’’ საუბარში აღნიშნავს, რომ მისთვის  ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა მიუღებელია

,,ჟურნალისტების მიმართ აგრესია განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ მძაფრდება.  ჩვენ თუ პრეტენზია გვაქვს, რომ  დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, ხელისუფლების მხრიდან, გუშინდელ ფაქტს მყისიერი და ადეკვატური რეაქცია უნდა მოჰყვეს’’- აღნიშნავს მედია ექსპერტი .  

მისი თქმით, არცერთ პოლიტიკურ ძალას, თუ ის საღად  აზროვნებს, არ უნდა აწყობდეს მსგავსი ძალადობა.  მით უფრო, მედიის მისამართით. ეს მათ პოლიტიკურ იმიჯს აზიანებს, ამიტომ ვანდალიზმს უნდა გაემიჯნონ და არა ერთმანეთისკენ იშვირონ თითი.

,,სწორედ დაუსჯელობის სინდრომის ბრალია, ის რაც დღეს ხდება. ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული ჟურნალისტების მისამართით განხორციელებული აგრესიის გამო  არავინ დასჯილა'' - აცხადებს ტუღუში.

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ