დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

სოსო ცინცაძე: ფართო მასშტაბიანი ომი იქნება და გამარჯვებული საჩუქარს მიიღებს 30.09.2020 14:50

ექსპერტი სოსო ცინცაძე სომხეთ - აზებაიჯანის კონფლიქტის ომში გადაზრდას პროგნოზირებს.

 

როგორც სოსო ცინცაძე „ჯორჯიან თაიმსთან“ აცხადებს, გამარჯვებული მთიანი ყარაბაღის სახით საჩუქარს მიიღებს. 

 

„ამ კონფლიქტში თურქეთი აზერბაიჯანს, ასე ღიად, პირველად უჭერს მხარს. არ არის გამორიცხული, რომ ცოცხალი ძალითაც დაეხმაროს. თან არის ვერსიები, რომ თურქეთი სირიაში 200-მდე დაქირავებულს ბრძოლაში ჩასართავად ამზადებს, იარაღს აწვდის,“- განაცხადა ექსპერტმა.

 

მისი თქმით, ბაქოსა და ანკარის პოზიცია მტკიცეა.

 

„ორივე მხარე აცხადებს, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ უნდა გადაწყდეს. ფართო მასშტაბიანი ომი იქნება და გამარჯვებული პრიზს მიიღებს. ასეთი განცხადებებით კი ბაქოსაც და ანკარასაც გაუჭირდება უკან დახევა. ერდოღანი არ არის ისეთი ლიდერი, რომ  მისთვის  ცეცხლის შეწყვეტა დამაჯერებელი არგუმენტი იყოს.  მოსალოდნელია ომის გამწვავება.

 

უახლოეს დღეებში, მოსალოდნელია, რომ ერევანი მოსკოვის სცენარით  წავა და მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს. გაამწვავებს კონფლიქტს. თუ ფაშინიანი ამას გააკეთებს, დიდ შეცდომას დაუშვებს, რადგან რუსეთის შემთხვევაში სუსტი საქართველო იყო და ახლა არის ძალიან ძლიერი თურქეთი და არც თუ ხელ წამოსაკრავი აზერბაიჯანი,“ - აცხადებს სოსო ცინცაძე „ჯორჯიან თაიმსთან“.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ