დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ანრი ოხანაშვილი: რუკები, რომელიც აზერბაიჯანს გადაეცა, შესაძლოა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებდეს 30.09.2020 14:57

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა რუკები, რის საფუძველზეც შეიძლება, გარკვეული ქმედებები იკვეთებოდეს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ განხორციელდა.

 

​„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მოვისმინე, რომ ახალი გარემოებები არსებობს. თუ არ ვცდები, რუკებზეა საუბარი, ისინი აზერბაიჯანულ მხარეს კერძოდ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს გადაეცა, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული.

 

ამ გარემოებების საფუძველზე შეიძლება, გარკვეული ქმედებები იკვეთებოდეს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ განხორციელდა. დანარჩენი, უნდა დაველოდოთ, კონკრეტულ მსვლელობას.

 

დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობებს კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა არ ემუქრება, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობების გათვალისწინებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

საქართველოს პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ